saqarTvelos mwvervalebi - arjvani

 

არჯევანი - მწვერვალი თრიალეთის ქედზე, მდინარე თეძმის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2759 მ. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. არჯევანის კალთები შემოსილია (მცირედ) ალპური და სუბალპური მდელოებით. უფრო ქვევით წიფლის ტყეა.